დავალება მე-7-ე და მე-8-ე კლასელთათვის

სრულყოფილი საიტის შესაქმნელად საჭიროა ჯერ ის შეიქმნას ლოკალურ სერვერზე და შემდეგ გადავიტანოთ რეალურ ჰოსტინგზე.
ლოკალური სერვერებიდან ყველაზე მარტივი გამოსაყენებელია Open Server, რომლის გადმოსაწერი ლინკი აქ არის:  გადმოწერა აირჩიეთ ბაზისური ვერსია.
ამ სევერზე შეგვიძლია დავაინსტალიროდ რომელიმე ვებ-ძრავა. ჩვენ ავირჩიოთ DLE-11.3 ვერსია, განულებული (ჩემს მიერ) და დამატებული ქართული და ინგლისური ენების პაკეტით. გადმოვიწეროთ აქედან: გადმოწერა 
იმედია გაკვეთილი გახსოვთ და შეძლებთ ძრავის დაინსტალირებას (არ დაგავიწყდეთ ბაზის შექმნა).


ნაწილობრივ ადაპტირებული "წითელი" საიტი

   მე-7-ე და მე-8-ე კლასელთა საყურადღებოდ!
სულ რამოდენიმე წლის წინ მობილურებისათვის ცალკე დამოუკიდებელი საიტი იქმნებოდა, ე.წ. "ვაპ" საიტები. ამჟამად კი მობილურების, სმარტფონების და დესკტოპებისათვის იქმნება ერთი საიტი, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ზომის ეკრანებისათვის. ასეთ საიტებს ადაპტირებული ეწოდება. 
   ჩვენი სავარჯიშო "წითელი" საიტი არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ზომის ეკრანისთის, ის ფიქსირებული სიგანის იყო. გადავწყვიტე თქვენთვის ადაპტირებული საიტების გაკეთების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად გადამეკეთებინა ადაპტირებულ საიტად. ამისათვის ყველა ძირითადი ბლოკის სიგანე გამოვსახე პროცენტებით, თან მივუთითე მაქსინალური სიგანე. შემდეგ ე.წ. მედია მიმართვის (media query) საშუალებით ეკრანის სხვადასხვა ზომებზე შევცვალე სტილები. და ბოლოს .html ფაილში გავუწერე სპეციალური მეტა ტეგი.
  მიღებული საიტის კოდები შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგი ლინკიდან: "ადაპტირებული წითელი საიტი"
  


ბუტსტრაპის ნიმუში

8-ე კლასელთა საყურადღებოდ: ავტვირთე ბუტსტრაპზე საიტის გასაკეთებელი შაბლონი. გამზადებულია ყველა საჭირო ფაილი. გადმოწერეთ აქედან და სავარჯიშოდ მიყევით https://www.w3schools.com/bootstrap/default.asp ტუტორიალს. გაარჩიეთ ყველაფერი ჩამოსაშლელ მენიუმდე.


წითელი საიტი სლაიდერით

 მე-8-ე კლასელთა საყურადღებოდ!
სავარჯიშო წითელ საიტზე დავამატე სლაიდშოუ. გადმოწერეთ საიტის კოდები, იპოვეთ სლაიდშოუს კოდი და  შეცვალეთ სურათები. შესაბამისი სურათები აიღეთ იმავე ზომის, რაც სანიმუშო სლაიდშოუზეა. სურათები განათავსეთ შესაბამის ფოლდერში.


დავალება 7-ე კლასისთვის

გადმოიწერეთ წითელი საიტის კოდები და გაარჩიეთ, ისე რომ მენიუს გაკეთება შეძლოთ.
 
 განახლებული გადმოსაწერი ვერსია. დამატებულია ტექსტის ბლოკი.

  ავტვირთე წითელი საიტის განახლებული ვერსია. ჩავამატე "გაგრძელების" ღილაკი და სრული ტექსტის ფაილი. ამ უკანასკნელში ჩავსვი სურათები.
გადმოწერეთ ფაილი და გაარჩიეთ კოდები.
თქვენი დავალებაა: მთავარი გვერდის მეორე შემოკლებული სტატია დაუკავშირდეს მის გაგრძელებას. ამისათვის შექმენით ფაილი fulltext2.html  უკან დაბრუნების ღილაკით.
P.S. ახალი css-კლასების შექმნა აღარ დაგჭირდებათ, გამოიყენეთ fulltext.html -ის კლასები.

« 1 2 3 4 5 6 »