რუბრიკა 18

მასური რიცხვი (A ატომურ მასასთან ყველაზე ახლოს მდგომი მთელი რიცხვი)- ტოლია პროტონებისა (p) და ნეიტრონების (n ) ჯამის:
A = p + n
ბირთვში ნეიტრონთა რაოდენობა გამოითვლება ფორმულით n = A - p, ან n = A - Z, სადაც Z ატომის რიგობრივი ნომერია.
მაგ., კალიუმის რიგობრივი ნომერი (Z) არის 19, მისი მასური რიცხვია 39. ე.ი. კალიუმის ატომბირთვი შედგება 19 პროტონისგან (p), ხოლო ნეიტრონების რიცხვი (n) იანგარიშება ასე: n = A – Z = 39 – 19 = 20.
მაგ., ნეიტრონების რაოდენობა 31P ატომში შესაბამისად ტოლია
(ამოირჩიეთ პასუხი):
- ნეიტრონების რაოდენობა ტოლია 31-ის გადადით რუბრიკა 6-ზე
- ნეიტრონების რაოდენობა ტოლია 15-ის გადადით რუბრიკა 13-ზე
- ნეიტრონების რაოდენობა ტოლია 16-ის გადადით რუბრიკა 33-ზე