რუბრიკა 21

ატომის ბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან. ატომის ბირთვის მუხტი ყოველთვის დადებითია, ელექტრონები მოძრაობს ბირთვის ირგვლივ და ქმნის ელექტრონულ ღრუბელს. ელექტრონული ღრუბელი დამუხტულია უარყოფითად.
მაგ., თუ ბირთვი შეიცავს 8 პროტონსა და 8 ნეიტრონს, რა მუხტის მატარებელია ასეთი ბირთვი?
(ამოირჩიეთ პასუხი):
- ბირთვის მუხტია +8 გადადით რუბრიკა 28-ზე
- ბირთვის მუხტია -8 გადადით რუბრიკა 9-ზე
- ბირთვის მუხტია 16 გადადით რუბრიკა 3-ზე