საგნობრივ-შემეცნებითი კონფერენცია მე-5 და მე-6 კლასელებისთვის
ჩვენს სკოლაში გამართულ საგნობრივ-შემეცნებით კონფერენციაში მონაწილეობა მე-5 და მე-6 კლასის 88 მოსწავლემ მიიღო.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ მათთვის საინტერესო საკითხი ნებისმიერი საგნიდან. მასწავლებლების ხელმძღვანელობით მოამზადეს საკონფერენციო თემები და წარმოადგინეს აუდიტორიის წინაშე.
ეს გამოწვევა მოსწავლეებისთვის საინტერესო, ემოციური და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა კონფერენცია მიზნად ისახავდა: ინფორმაციის დამუშავების, კვლევის, მეტყველების, მოსმენის, შეფასებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
საგნობრივ კონფერენციას ხელმძღვანელობდა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი, ქალბატონი დარეჯან ლორთქიფანიძე. მადლობა კონფერენციის მონაწილეებს, მოწვეულ სტუმრებს და მე 10- და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეფასებაში მონაწილეობისთვის.