გერმანული ენის სწავლება აია-GESS-ში
გერმანული ენის გაკვეთილის ფარგლებში, სამეტყველო უნარების განვითარების მიზნით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა დიორამები მოამზადეს თემაზე “ჩემი სახლი.”
დიორამა არის სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელი, რომლის სასწავლო პროცესში გამოყენებაც ხელს უწყობს ახალი, უცხო სიტყვების გაგება-გააზრებას, დეტალებზე დაკვირვებას, წაკითხულის ვიზუალურად აღქმასა და წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.