Erasmus + გამოცდილება საფრანგეთში
    ჩვენი სკოლის მოსწავლეები კიდევ ერთ ერასმუს + ღონისძიებას დაესწრნენ. 12 აია-ჯესსელი ამჯერად საფრანგეთში გაემგზავრა, მასწავლებელთან, თეო გოქაძესთან ერთად.
    გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავდა გარემოს მდგრადობაზე ცნობიერების ამაღლებას, ეკო-მეგობრული მასალების გამოყენებით მატერიალების შექმნასა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებას.
    მონაწილეებმა შეიძინეს ახალი მეგობრები, მოინახულეს პარიზის ღირსშესანიშნაობები, მიიღეს მონაწილეობა საინტერესო აქტივობებში და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებად აქციეს. მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარ ორგანიზაციას Georgian Youth For Europe ამ შესაძლებლობებისთვის!