პირველი დავალება

1) გადმოწერეთ Notepad++  და დააინსტალირეთ. 
2) შექმენით ფოლდერი test_html და მასში განათავსეთ ფაილები index.html და style.css.
3) გადაიწერეთ მთავარი გვერდის კოდის ნიმუში და მასში განათავსეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი.


მეორე დავალება

შეადგინეთ 5-6 ელემენტიანი სიის მაგალითები. ელემენტები შეავსეთ თქვენთვის სასურველი ტექსტით.
ძირითადი მოთხოვნა: ერთერთი ელემენტი უნდა შეიცავდეს პატარა ზომის სურათს. 
ოდნავ გართულებული დავალება: სიის ერთი ელემენტი უნდა შეიცავდეს სხვა სიას.
მითითება: ვთქვათ სია შედგება ხილის ჩამონათვალისაგან (მსხალი, ვაშლი, ატამი, ბალი) და ვაშლი შეიცავს სხვადასხვა ჯიშს (სინაპი, კეხურა, ანტონოვკა).


მესამე დავალება

  თქვენს ძირითად ფოლდერში შექმენით ორი დამატებითი .html დოკუმენტი. მაგალითად,  page1.html  და page2.html. ბმულების საშუალებით დაამყარეთ ურთიერთკავშირი  ძირითად გვერდსა და ამ დამატებით გვერდებს შორის. 


მეოთხე დავალება

 მეოთხე დავალებაში შექმენით მარტივი საიტის კარკასი: პირველ სტრიქონში სურათი და სათაური, მეორე და მესამე სტრიქონში სურათი და ტექსტი, მეოთხე სტრიქონში "საკუჭნაო".  დაახლოებით ასეთი კარკასი ფერების გარეშე
 
მეოთხე დავალება
 

 


« 1 2 3 4 5 »