მეექვსე დავალება (განმეორება)

გრძელდება ვებ პროგრამირების გაკვეთილები. შემდეგი შაბათისთვის გთხოვთ გადაიმეოროთ ყველა ნასწავლი ტეგის მართლწერა.
ასევე გთხოვთ დარეგისტრირდეთ უფასო ჰოსტინგზე http://0fees.us (იგივეა რაც  http://0fees.net), სადაც შემდგომში შეძლებთ თქვენი საიტის ატვირთვას.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნიკი იგივე საიტის სახელი იქნება, ამიტომ ნორმალური ნიკი მოიფიქრეთ. აუცილებლად ცალკე ფაილში შეინახეთ ჰოსტინგიდან მოსული წერილი, სადაც ნაჩვენებია მართვის პარამეტრები.
 უფასო ჰოსტინგის გამოყენების მაგალითია ჩემი დაწერილი სკრიპტი რიცხვების გამოცნობაზე, რომელიც ატვირთული მქონდა (ამჟამად სხვა სკრიპტია ატვირთული) სხვა უფასო ჰოსტინგზე http://geobbclub.freezoy.com ამ სკრიპტის დასაწერად დამჭირდა html/css,    php და sql/mysql ენების ცოდნა. გარეგნულ მხარეს უზრუნველყოფს html/css, ხოლო ალბათური რიცხვის ჩაფიქრებას და თანხვედრის შემოწმებას php, პარამეტრების დამახსოვრებას და  საიტთან ურთიერთობას sql/mysql.