ვალიდაცია და წერილის გაგზავნა

1) საიტიდან https://www.w3schools.com/ ამოიწერეთ სრული ფორმის კოდი    https://tryphp.w3schools.com/showphp.php?filename=demo_form_validation_complete და გადააკეთედ ისე, რომ მონაცემები $name; $email; $website(ჩაწერეთ სკოლის საიტი);  $comment; $gender; გადაეცეს შემსრულებელ სკრიპტს, მაგ; script.php, რომელიც ამ მონაცემებს გამოიტანს საიტზე.
2) შექმენით ფორმა შემდეგი შესატანი ველებით: სახელი, ფოსტა, თემა, გზავნილი  და გადაეცით ფოსტის გამგზავნ სკრიპტს. სკრიპტის ნიმუშად შეგიძლიათ გამოიყენოთ ან აქედან https://www.w3schools.com/php/func_mail_mail.asp აღებული გამგზავნი ნაწილი, ან ეს კოდი

	 <?php
	
	
	// Replace this with your own email address
	$siteOwnersEmail = 'user@website.com';
	
	
	
	
	if($_POST) {
	
	
	    $name = trim(stripslashes($_POST['contactName']));
	    $email = trim(stripslashes($_POST['contactEmail']));
	    $subject = trim(stripslashes($_POST['contactSubject']));
	    $contact_message = trim(stripslashes($_POST['contactMessage']));
	
	
	    // Check Name
	    if (strlen($name) < 2) {
	        $error['name'] = "Please enter your name.";
	    }
	    // Check Email
	    if (!preg_match('/^[a-z0-9&\'\.\-_\+]+@[a-z0-9\-]+\.([a-z0-9\-]+\.)*+[a-z]{2}/is', $email)) {
	        $error['email'] = "Please enter a valid email address.";
	    }
	    // Check Message
	    if (strlen($contact_message) < 15) {
	        $error['message'] = "Please enter your message. It should have at least 15 characters.";
	    }
	    // Subject
	    if ($subject == '') { $subject = "Contact Form Submission"; }
	
	
	
	
	    // Set Message
	    $message .= "<br />Email from: " . $name . "<br />";
	    $message .= "Email address: " . $email . "<br />";
	    $message .= "Subject: <br />";
	    $message .= $subject;
	    $message .= "<br />Message: <br />";
	    $message .= $contact_message;
	    $message .= "<br /> ----- <br /> This email was sent from your site's contact form. <br />";
	
	
	    // Set From: header
	    $from =  $name . " <" . $email . ">";
	
	
	    // Email Headers
	    $headers = "From: " . $from . "\r\n";
	    $headers .= "Reply-To: ". $email . "\r\n";
	    $headers .= "MIME-Version: 1.0\r\n";
	    $headers .= "Content-Type: text/html; charset=ISO-8859-1\r\n";
	
	
	
	
	    if (!$error) {
	
	
	        ini_set("sendmail_from", $siteOwnersEmail); // for windows server
	        $mail = mail($siteOwnersEmail, $subject, $message, $headers);
	
	
	        if ($mail) { echo "<html>  <a href='http://localhost/hotel'>OK</a></html>";}
	        else { echo "Something went wrong. Please try again."; }
	        
	    } # end if - no validation error
	
	
	    else {
	
	
	        $response = (isset($error['name'])) ? $error['name'] . "<br /> \n" : null;
	        $response .= (isset($error['email'])) ? $error['email'] . "<br /> \n" : null;
	        $response .= (isset($error['message'])) ? $error['message'] . "<br />" : null;
	        
	        echo $response;
	
	
	    } # end if - there was a validation error
	
	
	}
	
	
	?>
	
 
 
გაგზავნილ ფოსტას შეამოწმებთ დენვერის ტემპ-ფოლდერში.  tmp>!sendMail
უფრო რთული დავალება ნახეთ "დაწვრილებით..." -ში.


დავალება მე-7-ე და მე-8-ე კლასელთათვის

სრულყოფილი საიტის შესაქმნელად საჭიროა ჯერ ის შეიქმნას ლოკალურ სერვერზე და შემდეგ გადავიტანოთ რეალურ ჰოსტინგზე. არსებობს ლოკალური სერვერების სხვადასხვა ვარიანტები. ერთ-ერთია დენვერი. გადმისაწერი ბმულია DENWER რომლის ინსტალაცია რუსულ ენაზეა (საიტზეა მოხმარების  ინსტრუქცია)
ლოკალური სერვერებიდან ყველაზე მარტივი გამოსაყენებელია Open Server, რომლის გადმოსაწერი ლინკი აქ არის:  გადმოწერა აირჩიეთ ბაზისური ვერსია.
ამ სერვერზე შეგვიძლია დავაინსტალიროდ რომელიმე ვებ-ძრავა. ჩვენ ავირჩიოთ DLE-11.3 ვერსია, განულებული (ჩემს მიერ) და დამატებული ქართული და ინგლისური ენების პაკეტით. გადმოვიწეროთ აქედან: გადმოწერა 
იმედია გაკვეთილი გახსოვთ და შეძლებთ ძრავის დაინსტალირებას (არ დაგავიწყდეთ ბაზის შექმნა).


ნაწილობრივ ადაპტირებული "წითელი" საიტი

   მე-7-ე და მე-8-ე კლასელთა საყურადღებოდ!
სულ რამოდენიმე წლის წინ მობილურებისათვის ცალკე დამოუკიდებელი საიტი იქმნებოდა, ე.წ. "ვაპ" საიტები. ამჟამად კი მობილურების, სმარტფონების და დესკტოპებისათვის იქმნება ერთი საიტი, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ზომის ეკრანებისათვის. ასეთ საიტებს ადაპტირებული ეწოდება. 
   ჩვენი სავარჯიშო "წითელი" საიტი არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ზომის ეკრანისთის, ის ფიქსირებული სიგანის იყო. გადავწყვიტე თქვენთვის ადაპტირებული საიტების გაკეთების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად გადამეკეთებინა ადაპტირებულ საიტად. ამისათვის ყველა ძირითადი ბლოკის სიგანე გამოვსახე პროცენტებით, თან მივუთითე მაქსინალური სიგანე. შემდეგ ე.წ. მედია მიმართვის (media query) საშუალებით ეკრანის სხვადასხვა ზომებზე შევცვალე სტილები. და ბოლოს .html ფაილში გავუწერე სპეციალური მეტა ტეგი.
  მიღებული საიტის კოდები შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგი ლინკიდან: "ადაპტირებული წითელი საიტი"
  


ბუტსტრაპის ნიმუში

8-ე კლასელთა საყურადღებოდ: ავტვირთე ბუტსტრაპზე საიტის გასაკეთებელი შაბლონი. გამზადებულია ყველა საჭირო ფაილი. გადმოწერეთ აქედან და სავარჯიშოდ მიყევით https://www.w3schools.com/bootstrap/default.asp ტუტორიალს. გაარჩიეთ ყველაფერი ჩამოსაშლელ მენიუმდე.


წითელი საიტი სლაიდერით

 მე-8-ე კლასელთა საყურადღებოდ!
სავარჯიშო წითელ საიტზე დავამატე სლაიდშოუ. გადმოწერეთ საიტის კოდები, იპოვეთ სლაიდშოუს კოდი და  შეცვალეთ სურათები. შესაბამისი სურათები აიღეთ იმავე ზომის, რაც სანიმუშო სლაიდშოუზეა. სურათები განათავსეთ შესაბამის ფოლდერში.

« 1 2 3 4 5 »