დავალება: CSS ბლოკები (DIV)

შექმენით ერთი დიდი ბლოკი, მასში განათავსეთ სამი პატარა ბლოკი და და ამ სამიდან პირველში განათავსეთ ორი პატარა ბლოკი. გამოიყენეთ იდენტიფიკატორები და კლასები. მიანიჭეთ სხვადასხვა ფერი და ჩარჩოს სხვადასხვა სტილი. 


დავალება (7) სტილების მინიჭებაზე

დაწვრილებითში მოცემულია საიტის და სტილის კოდები. სხვადასხვა მეთოდით შეცვალეთ ტექსტის შრიფტის ზომები და ფერი. ფერების კოდები ამ საიტზეა: ფერები 


მეექვსე დავალება (განმეორება)

გრძელდება ვებ პროგრამირების გაკვეთილები. შემდეგი შაბათისთვის გთხოვთ გადაიმეოროთ ყველა ნასწავლი ტეგის მართლწერა.
ასევე გთხოვთ დარეგისტრირდეთ უფასო ჰოსტინგზე http://0fees.us (იგივეა რაც  http://0fees.net), სადაც შემდგომში შეძლებთ თქვენი საიტის ატვირთვას.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნიკი იგივე საიტის სახელი იქნება, ამიტომ ნორმალური ნიკი მოიფიქრეთ. აუცილებლად ცალკე ფაილში შეინახეთ ჰოსტინგიდან მოსული წერილი, სადაც ნაჩვენებია მართვის პარამეტრები.
 



მეოთხე დავალება

 მეოთხე დავალებაში შექმენით მარტივი საიტის კარკასი: პირველ სტრიქონში სურათი და სათაური, მეორე და მესამე სტრიქონში სურათი და ტექსტი, მეოთხე სტრიქონში "საკუჭნაო".  დაახლოებით ასეთი კარკასი ფერების გარეშე
 
მეოთხე დავალება
 

 

« 1 2 3 4 5 »