მესამე დავალება

  თქვენს ძირითად ფოლდერში შექმენით ორი დამატებითი .html დოკუმენტი. მაგალითად,  page1.html  და page2.html. ბმულების საშუალებით დაამყარეთ ურთიერთკავშირი  ძირითად გვერდსა და ამ დამატებით გვერდებს შორის. 


მეორე დავალება

შეადგინეთ 5-6 ელემენტიანი სიის მაგალითები. ელემენტები შეავსეთ თქვენთვის სასურველი ტექსტით.
ძირითადი მოთხოვნა: ერთერთი ელემენტი უნდა შეიცავდეს პატარა ზომის სურათს. 
ოდნავ გართულებული დავალება: სიის ერთი ელემენტი უნდა შეიცავდეს სხვა სიას.
მითითება: ვთქვათ სია შედგება ხილის ჩამონათვალისაგან (მსხალი, ვაშლი, ატამი, ბალი) და ვაშლი შეიცავს სხვადასხვა ჯიშს (სინაპი, კეხურა, ანტონოვკა).


პირველი დავალება

1) გადმოწერეთ Notepad++  და დააინსტალირეთ. 
2) შექმენით ფოლდერი test_html და მასში განათავსეთ ფაილები index.html და style.css.
3) გადაიწერეთ მთავარი გვერდის კოდის ნიმუში და მასში განათავსეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი.

« 1 2 3 4 5 »