საიტის მთავარი გვერდი
საიტის შესაქმნელად პირველ რიგში უნდა გადმოვწეროთ და დავაინსტალიროთ რედაქტორი NotePad++ შემდეგ შევქმნათ რაიმე ფოლდერი. მაგ; MYSITE. გავუშვათ ეს რედაქტორი და ახალ დოკუმენტში ჩავაკოპიროთ ქვემოთ მოცემული კოდი. შემდეგ ეს ფაილი შევინახოთ ჩვენს მიერ შექმნილ ფოლდერში სახელით index.html განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ფაილის გაფართოებას "html"-ს. სწორი გაფართოების მისაღებად შენახვის მომენტში ფაილის ტიპი უნდა ავირჩიოთ html, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არასწორ გაფართოებას და ფაილი არ გაეშვება ბრაუზერის საშუალებით. ( ტიპიური შეცდომაა: index.html.txt ანუ რეალური გაფართოება არის "txt"-ი.)
<!DOCTYPE HTML>
<html>
<header>
<meta charset="utf-8">
<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1, shrink-to-fit=no">
<title>სასწავლო საიტი</title>
<link href="style.css" type="text/css" rel="stylesheet" />
</header>
<body>
<h1 >ეს სასწავლო საიტია</h1>
<p>ეს საიტის ტექსტია...</p>
<p>ეს საიტის ტექსტია...</p>
<p>ეს საიტის ტექსტია...</p>
<br/>
<hr/>
<img src="sur3.jpg" alt="კლასი" >
</body>
</html>
თუ ყველაფერი სწორად გავაკეთედ, index.html-ზე ორჯერ დაკლიკებით გაიხსნება ბრაუზერი და ეკრანზე გამოჩნდება მხოლოდ ტექსტი.
ამ სურათზე ნაჩვენებია შენახვის მომენტი