ბმულები

საიტი წარმოუდგენელია სხვადასხვა გვერდებზე გადასასვლელი მენიუს და სხვა საიტებზე გადამისამართების გარეშე. სწორედ ამას ემსახურება ჰიპერ-ბმულები. კოდი შემდეგნაირად გამოიყურება
ტექსტი , სადაც href="" -ში უნდა ჩავსვათ გვერდის მისამართი, title="" -ში სასურველი სახელი, target="" -ში კი იმის მიხედვით თუ სად გვინდა გაიხსნას ახალი გვერდი, იქვე თუ ახალ ფანჯარაში. თუ იქვე - არაფერს არ ვწერთ, თუ ახალ ფანჯარაში, მაშინ ვწერთ _blank. მაგალითი:
სასწავლო საიტი   გადაგვამისამართებს ჩვენს საიტზე ახალ ფანჯარაში.
თუ ჩვენ ძირითად ფოლდერში შევქმნით სხვა .html გვერდს და მის მის სახელს ჩავწერთ href="" -ში, გადავალთ იმ ახალ გვერდზე. მაგალითი:
გადადი მეორე გვერდზე  .

გარდა ზემოთ მოყვანილი გადამისამართების მაგალითისა, არსებობს ბმულების სხვა ვარიანტებიც:
ფოსტის გაგზავნა  E-mail
ფაილის გადმოწერა გადმოწერე ფაილი
ღუზაზე მიბმა   Up to top
ამ მაგალითებს მოგვიანებით განვიხილავთ.