ცხრილი

 მოვიყვან კოდის მაგალითს სათანადო კომენტარებით და მოკლედ განვმარტავ

	 <!--  ეს არის კომენტარის ჩაწერის ნიმუში --> <!--   -->
	<table border="1"> <!-- ცხრილის მთავარი ტეგის გახსნა  -->
	<tr > <!-- პირველი სტრიქონის ტეგის გახსნა  -->
	<th colspan="3">ამ ცხრილში პირველი სამი უჯრა გაერთიანებულია</th>
	</tr> <!-- პირველი სტრიქონის ტეგის დახურვა  -->
	<tr>
	<td>პირველი უჯრა</td> <!-- სვეტის ტეგის გახსნა და დახურვა -->
	<td>მეორე უჯრა</td>
	<td>მესამე უჯრა</td>
	</tr>
	<tr>
	<td rowspan="2" >გაერთიანებული სვეტი</td>
	<td>მეორე უჯრა</td>
	<td>მესამე უჯრა</td>
	</tr>
	<tr >
	<td>მეორე უჯრა</td>
	<td>მესამე უჯრა</td>
	</tr>
	</table> <!-- ცხრილის მთავარი ტეგის დახურვა  -->
	
 როიგორც ვხედავთ ცხრილი მოთავსებულია მთავარ ტეგში <table> ....</table>, მის შიგნით თავსდება სტრიქონები <tr></tr>, ხოლო სტრიქონებს შორის სვეტები (უჯრები) <td></td>. თუ უჯრებში ცხრილის სათაური გვინდა ჩავსვათ, შეგვიძლია შემდეგი ტეგი გამოვიყენოთ <th></th>, რომელიც სათაურს გაამსხვილებს და ცენტრში განათავსებს.
  თუ ჩვენ გვინდა რამდენიმე უჯრა გავაერთიანოთ, ვიყენებთ შემდეგ ატრიბუტს colspan="რიცხვი".  რიცხვის ნაცვლად უჯრების რაოდენობა. ამ დროს ზედმეტი უჯრები უნდა წავშალოთ. მაგ; თუ გვქონდა 3 უჯრა, 2-ს ვშლით და ერთს ვტოვებთ.
  თუ ჩვენ გვინდა რამდენიმე სვეტი გავაერთიანოთ, ვიყენებთ შემდეგ ატრიბუტს rowspan="რიცხვი".  რიცხვის ნაცვლად სვეტების რაოდენობა. ამ დროს ზედმეტი სვეტი უნდა წავშალოთ. მაგ; თუ გვქონდა 2 სვეტი, 1-ს ვშლით და ერთს ვტოვებთ.
   ზემოთ მოტანილი კოდის შესაბამისი ცხრილის მაგალითი სურათზეა ნაჩვენები
   თუ ჩემი მსჯელობა თქვენთვის გასაგებია, უკვე შეგვიძლია ძალიან მარტივი საიტის კარკასი შევქმნათ. დავალება იხილეთ შესაბამის განყოფილებაში.
 
ცხრილი