საიტზე ვიდეოს ჩამატება

   საიტზე ვიდეო რგოლის საჩვენებლად ისე, რომ ვიდეო ფლეერიც გამოჩნდეს, არსებობს რამდენიმე ხერხი. ყველაზე მარტივია, როცა ვიდეო მოგვაქვს ისეთი საიტიდან, რომლის ვიდეოს ე.წ. "ემბედ" კოდი გააჩნია. მეორე ხერხია, როცა ვიდეო ატვირთულია ჩვენსავე საიტზე.
   პირველი მეთოდით ვიდეოს საჩვენებლად, მაგალითად იუტუბიდან, უნდა ვიპოვოთ გაზიარების ღილაკი, დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება HTML-კოდი (embed), დავაკოპირებთ და ჩავსვამთ ჩვენი საიტის სასურველ გვერდზე, სასურველ ადგილას.
დაკოპირებული ემბედ კოდის ნიმუში:
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/CvkUIA5apCU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
   მეორე მეთოდის დროს აუცილებელია ვიდეოს ფაილი განთავსებული იყოს საიტის ძირითად ფოლდერში, ამასთან ვიდეოს უნდა ქონდეს შესაბამისი ფორმატი (გაფართოება), მაგ; 3gp, mp4.  ვიდეოს საჩვენებლად გამოიყენება ტეგი <video></video>, სადაც მიეთითება შესაბამისი ატრიბუტები. იქვე შეგვიძლია ის სურათის მივუთითოთ, რომელიც ვიდეოს გაშვებამდე გამოჩნდება. ქვემოთ ნაჩვენებია კოდი:
   
<video width="300" height="200" controls="controls"  poster="სახელი.png">
	<source src="სახელი.3gp" type="video/3gp" />
	<source src="სახელი.mp4" type="video/mp4">
	</video> 
 
შენიშვნა: კოდში დატოვეთ მხოლოდ ის ჩანაწერი, რა ფორმატშიც თქვენი ვიდეოა.