ბმულები

საიტი წარმოუდგენელია სხვადასხვა გვერდებზე გადასასვლელი მენიუს და სხვა საიტებზე გადამისამართების გარეშე. სწორედ ამას ემსახურება ჰიპერ-ბმულები. კოდი შემდეგნაირად გამოიყურება
<a href="" title="" target="" >ტექსტი </a>, სადაც href="" -ში უნდა ჩავსვათ გვერდის მისამართი, title="" -ში სასურველი სახელი, target="" -ში კი იმის მიხედვით თუ სად გვინდა გაიხსნას ახალი გვერდი, იქვე თუ ახალ ფანჯარაში. თუ იქვე - არაფერს არ ვწერთ, თუ ახალ ფანჯარაში, მაშინ ვწერთ _blank. მაგალითი:
 <a href="http://gess.dsl.ge/" title="ჩვენი საიტი" target="_blank" >სასწავლო საიტი </a>  გადაგვამისამართებს ჩვენს საიტზე ახალ ფანჯარაში.
თუ ჩვენ ძირითად ფოლდერში შევქმნით სხვა .html გვერდს და მის მის სახელს ჩავწერთ href="" -ში, გადავალთ იმ ახალ გვერდზე. მაგალითი:
 <a href="page2.html" title="მეორე გვერდი" target="" >გადადი მეორე გვერდზე </a> 


სია

 ვებ-პროგრამირებაში ძირითადად გამოიყენება ორი სახის სია: 1)არაგადანომრილი და 2)გადანომრილი. უფრო ხშირად დაგვჭირდება არაგადანომრილი სია.

კოდის მაგალითები:

არაგადანომრილი 


	 <ul>
	<li>პირველი ელემენტი</li>
	<li>მეორე ელემენტი</li>
	<li>მესამე ელემენტი</li>
	<li>მეოთხე ელემენტი</li>
	</ul>
	
 

გადანომრილი


	 <ol>
	<li>პირველი ელემენტი</li>
	<li>მეორე ელემენტი</li>
	<li>მესამე ელემენტი</li>
	<li>მეოთხე ელემენტი</li>
	</ol>
	
ამ სიების სტილიზაციას შემდეგ გაკვეთილებში განვიხილავთ.


საიტის მთავარი გვერდი

<!DOCTYPE HTML>
<html>

<header>
<meta charset="utf-8">
<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1, shrink-to-fit=no">
<title>სასწავლო საიტი</title>
<link  href="style.css" type="text/css" rel="stylesheet" />
</header>

<body>
<h1 >ეს სასწავლო საიტია</h1>
<p>ეს საიტის ტექსტია...</p>
<p>ეს საიტის ტექსტია...</p>
<p>ეს საიტის ტექსტია...</p>
<br/>
<hr/>
<img src="sur3.jpg" alt="კლასი">
</body>

</html>

« 1 2 »