საიტის ელემენტებისთვის სტილის მინიჭება

მხოლოდ HTML ტეგებში დაწერილი საიტი ძალიან უსახურად გამოიყურება. საიტს სილამაზეს აძლევს CSS სტილები. საიტისთვის სტილების მინიჭების სამი ხერხი არსებობს: 1) მიბმული სტილების ფაილით, 2) "ჰედერში" სტილის ჩასმით და 3) პირდაპირ  HTML ტეგში სტილის ჩასმით.
ყველაზე ხშირად გამოიყენება პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი გამოიყენება, როცა სტილის ფაილი მცირე სიდიდისაა, ხოლო მესამე ვარიანტი განსაკუთრებულ შემთხვევებში.


css ბლოკები (div)

 თანამედროვე საიტების აწყობა ხდება ბლოკების საშუალებით. ბლოკებს აქვს უამრავი თვისება: სიგანე, სიგრძე, ფონის ფერი, ჩარჩო და სხვ; ასევე ურთიერთ განლაგება: დაშორება სხვა ბლოკებიდან, თვითონ ბლოკში შიგთავსის განლაგება და ა.შ. ყველაფერი ამის მიღწევა შეიძლება css სტილების გამოყენებით.




სტილის თვისებები: სურათი ფონად, ფსევდო სელექტორი :hover და float

ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ ობიექტის რამდენიმე თვისებას, რომელიც სტილების საშუალებით განისაზღვრება. ესენია: 1)ობიექტისათვის უკანა ფონად სურათის დაყენება,  2)ე.წ. ფსევდო სელექტორი:hover , რომელიც ამოქმედდება მაუსის ობიექტთან მიტანისას და 3)თვისებას float, რომლითაც შეგვიძლია ბლოკები ერთმანეთის გვერდით ჰორიზონტალურად განვალაგოთ. 


პოზიცირება: აბსოლუტური და რელატიური

საიტის შექმნისას ერთერთ მთავარ ინსტრუმენტს ბლოკების მრავალმხრივი განლაგებისათვის წარმოადგენს პოზიცირება. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ბლოკი ნებისმიერ ადგილზე განვალაგოთ როგორც ბრაუზერის მიმართ, ასევე გარე მდებარე (მშობელი) ბლოკის მიმართ. პოზიცირების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აბსოლუტური, რელატიური, ფიქსირებული.  ყველაზე მეტად გამოიყენება აბსოლუტური პოზიცირება. ჩვენც პირველ რიგში მას განვიხილავთ...

« 1 2 »