რუბრიკა 15


ნუკლიდები, რომელთა რიგობრივი ნომერი Z≥82-ზე, ყველა რადიოაქტიურია. რადიოაქტიურია ურანის იზოტოპებიც. 235U ატომურ ბომბში გამოიყენება.

რადიოაქტიური ნუკლიდები სხვადასხვა სიჩქარით იშლებიან და „მათი არსებობის“ ხანგრძლივობას გამოსახავენ ნახევრადდაშლის პერიოდით. ეს არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც რადიონუკლიდის მასა 2-ჯერ მცირდება.

არის თუ არა რადიონუკლიდი ტრითიუმი?


პასუხი შეამოწმეთ რუბრიკაში 26