35CI -ის რიგობრივი ნომერია 17, ე.ი პროტონთა რიცხვი ასეთ ნუკლიდში 17-ია, რაც შეეხება ნეიტრონების რიცხვს, მათი რაოდენობაა 35-17=18.
37CI იზოტოპის ატომბირთვში 17 პროტონი და 20 ნეიტრონია.
ბუნებრივი ქლორი შედგება 75,77% 35CI -ისა და 24,23 % 37CI-ისაგან. მისი ფარდობითი ატომური მასა ნუკლიდების მასური რიცხვებისა და მოლური წილის ნამრავლის ჯამის ტოლია.
გამოთვალეთ ქლორის ფარდობითი ატომური მასა