რუბრიკა 7

ყოველი ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და ბირთვის გარშემო მოძრავი უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისაგან. ბირთვში კონცენტრირებულია ატომის თითქმის მთელი მასა. ელექტრონები ბირთვის გარშემო მოძრაობისას ქმნიან ატომის ელექტრონულ გარსს-ელექტრონულ ღრუბელს.

r7_1

ატომბირთვი რთული აღნაგობისაა. იგი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან. პროტონი დადებითად დამუხტული ნაწილაკია, რომლის ფარდობითი მასა 1-ის ტოლია. მისი დადებითი მუხტიც 1-ია. ნეიტრონს მუხტი არ აქვს, იგი ნეიტრალური ნაწილაკია ფარდობითი მასით 1. მთლიანობაში ატომი ელექტრონეიტრალური ნაწილაკია.

ელექტრონთა რიცხვი ატომში

  • ნაკლებია, ვიდრე პროტონთა რიცხვი ბირთვში - 2
  • პროტონთა რიცხვის ტოლია - 14