რუბრიკა 1

ატომის უნარს, თავისთავად გამოასხივოს თვალით უხილავი სხივები, რადიოაქტიურობა ეწოდება

r1_1

რადიოაქტიური გამოსხივების ბუნება შეისწავლეს მარია და პიერ კიურებმა და ერნსტ რეზერფორდმა. მათ მიერ რადიოაქტიური ნივთიერება მოთავსებული იყო ელექტრომაგნიტურ ველში და დაადგინეს, რომ რადიაოაქტიური გამოსხივება შედგება სამი ნაწილისაგან: α, β და γ გამოსხივებისაგან. სხივებს, რომლებიც მაგნიტურ ველში გატარებისას გადაიხარა უარყოფითად დამუხტული ფირფიტისაკენ α-სხივები უწოდეს, დადებითისკენ გადახრილს - β-სხივები, ხოლო სხივებს, რომლებმაც ელექტრომაგნიტურ ველში მიმართულება არ შეიცვალა- γ-სხივები

ამრიგად, რადიოაქტიურობის მოვლენის საშუალებით დადგინდა, რომ ატომი არ არის განუყოფელი ნაწილაკი („ატომოს“ ნიშნავს ძვ. ბერძნულად „განუყოფელს) და აქვს რთული აგებულება (შედგება უმუხტო, დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისაგან). α-სხივები დადებითად დამუხტული ნაწილაკების ნაკადია, β-სხივები -ელექტრონების ნაკადი, γ-სხივებს არ აქვს მუხტი.


გადადით რუბრიკა 7-ზე